საზოგადოება
„სააკაშვილი არის წარსული და ამაზე დროის დაკარგვა არ ღირს, ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ!“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-saak-sazog-1-analit-4საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას სააკაშვილის დაშლილ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბარი არ სურს, რადგან „ეს წარსულია, ჩავლილი ამბავია და ეს ადამიანები ვეღარასოდეს მოიპოვებენ საქართველოს მოსახლეობის ნდობას“.

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილისთვის განაჩენი ქართველ ხალხს გამოტანილი აქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

სააკაშვილმა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს ატარებდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რაშიც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელწიფოს მიმართ, ასე რომ, სააკაშვილი არის წარსული და მასზე დროის დაკარგა არ ღირს, ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, - განაცხადა გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა პოპულარული ქართული ყოველკვირეული გამოცემა „ასავალ-დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.