პრემიერი ღარიბაშვილი: „ალასანიამ მთხოვა, მთავარ პროკურორთან შემახვედრე, იქნებ „დავლაგდეთო“!
საქართველო, 30 ივნისი,
საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი პოპულარულ ქართულ ყოველკვირეულ გამოცემა
„ასავალ-დასავალთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ
ირაკლი ალასანიას მცდელობა, კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს, უსაფუძვლო და ხელოვნურია.
„ როცა ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო. წარმოიდგინეთ ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო. მთხოვა მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე, იქნებ "დავლაგდეთო"! მე მას ვუთხარი, რომ ასეთ საკითხებში პრინციპულად არ ჩავერეოდი და ჩემი ოჯახის წევრსაც რომ ეხებოდეს საქმე, გამოძიების პროცესში ვერ ჩავიხედავდი. ერთი სიტყვით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი. „დასალაგებელი" არაფერია თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ რატომ ნერვიულობ მეთქი? ამის შემდეგ ყველამ დავინახეთ რა რეაქცია ჰქონდა ალასანიას და ძალიან სამწუხარო იყო ის რაც მან მოიმოქმედა“, - აცხადებს პრემიერი.