სომხეთი: საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაწყვიტეს, ჯერჯერობით არ დაიშალონ
საქართველო, 29 ივნისი,
საქინფორმი. სომხეთში მომიტინგეები გამარჯვებას ზეიმობენ. ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ელექტოენერგიაზე ტარიფი აღარ გაიზრდება.
სერჟ სარქისიანმა ბრძანება შეაჩერა. პრეზიდენტის თქმით, ყველა ხარჯს დროებით საკუთარ თავზე სახელმწიფო აიღებს.
სამართალდამცველებმა მოედნებიდან და ქუჩებიდან სპეცტექნიკის გაყვანა უკვე დაიწყეს. აქციის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით,
დემონსტრანტები ბაგრამიანის გამზირზე დაშლას უახლოეს დღეებში კვლავ არ აპირებენ. სომხეთის მთავრობა 1 აგვისტოდან ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას 16 პროცენტით გეგმავდა, რის გამოც ერევანში 19 ივნისიდან საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.