სამართალი
„პრეზიდენტი მარგველაშვილი ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე კანონპროექტს ვეტოს აუცილებლად დაადებს“

1-margvel-samart-3საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა მიაწოდა.

ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია კანონპროექტის მიზანშეწონილობა პროფესული კუთხით. შესაბამისად, ყველა ის კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის უმნიშვნელოვანესი საფინანსო ნაწილის განვითარებას რაიმე ფორმით აზიანებს, იქნება ვეტოდადებული", - განაცხადა აბაშიშვილმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტების პაკეტი წინააღმდეგობაშია ასოცირების დღის წერიგთან.

მისი თქმით, ასოცირების დღის წესრიგში აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ტიპის ცვლილება, რომელიც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონმდებლობას შეეხება, ევროკავშირის ექსპერტიზით, მათ შორის, ევროპის ცენტრალური ბანკის ჩართულობით უნდა განხორციელდეს.