ილია მეორე: “ხშირია შემთხვევა,როდესაც ადამიანი თავისუფლებას ბოროტად იყენებს“
საქართველო, 29 ივნისი,
საქინფორმი. პატრიარქმა ეს განცხადება სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას გააკეთა.
„რა არის თავისუფლება? ეს არის ის მდგომარეობა, როცა ადამიანი ირჩევს კეთილს და უარყოფს ბოროტს. თავისუფლება არის ყოველდღიური გამოცდა ადამიანის. ამიტომ, ადამიანს უნდა ჰქონდეს სასულიერო ხედვა, რომ დაინახოს სად არის თეთრი და სად შავი, სად არის კეთილი და სად ბოროტი. ხშირია შემთხვევა როდესაც ადამიანი ვარდება ცოდვაში და ვერ გრძნობს ამას. ამას მიიჩნევს როგორც ბუნებრივ მოვლენას და ადამიანის თვისებად. სინამდვილეში ეს არის ცოდვაში ჩავარდნა. ამას სჭირდება სინანული, აღსარება",- განაცხადა ილია მეორემ.