საზოგადოება
თბილისი დღეს 90-იან წლებს გაიხსენებს

telasXXისნისა და სამგორის უბნები დღეს 90-იან წლებს გაიხსენებს, სარემონტო სამუშაოების გამო მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. ''თელასის'' ინფორმაციით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები გადამცემ ხაზებს: “ლილო1”-სა და “ლილო 2”-ზე ჩატარდება, რის შედეგადაც ელექტროენერგია არა მარტო მოსახლეობას, არამედ საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციას, წისქვილკომბინატს, ისნის ბაზრობას, ქარხანა “ქართუს”, სამაცივრე მეურნეობას, სამგორის ნაყინის ქარხანასა და პურის ქარხნებსაც გაეთიშებათ. “საქინფორმის” ჟურნალისტის მცდელობის მიუხედავად, “თელასის” საიფორმაციო სამსახურის ოპერატორისგან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, თუ რატომ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები ზამთარში; მხოლოდ იმას დაგვპირდნენ, რომ ელექტროენერგია სარემონტო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, მაგრამ სამუშაოების ხანგრძლივობაზე პასუხს არავინ აგებს.