პუბლიკაციები
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვანო მერაბიშვილის და ე.წ. კაბელების საქმე მოხვდა

1-alasania-saz-2-anსაქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიოში ადამიანის უფლებათა შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში 26 ივნისს ვაშინგტონში ტრადიციულად სახელმწიფო მდივანმა წარმოადგინა.

ანგარიშში მოხვდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი, ასევე კაბელების და ალასანიას მოხსნის საქმე.

იანვარში არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოაქვეყნეს საერთო განცხადება, რომელშიც გამოხატავდნენ შეშფოთებას ხელისუფლების არასათანადო რეაგირებაზე იმ ბრალდებასთან დაკავშირებით, რომ 2013 წელს პენიტენციალური სისტემის თანამშრომლებმა ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, მერაბიშვილი, საკნიდან გაურკვეველ ადგილას ადვოკატის გარეშე გაიყვანეს, სადაც მას მაშინდელი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე, გავრცელებული ინფორმაციით, ემუქრებოდა ოჯახისთვის ზიანის მიყენებით და მისი საპატიმრო პირობების გაუარესებით, თუკი არ მისცემდა ჩვენებას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.

ოქტომბრის ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ 2013 წლის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების შეძენის საიდუმლო კონტრაქტის საქმეზე დააპატიმრა... თავდაცვის სამინისტროს 5 ოფიციალური პირი... იმავე დღეს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, დაპატიმრებები პოლიტიკურად მოტივირებულად დაახასიათა. პრემიერ-მინისტრმა ის რამდენიმე საათში მოხსნა, რის შემდეგაც თავისუფალი დემოკრატების პარტიამ დატოვა ქართული ოცნების მმართველი კოალიცია", - ნათქვამია, კერძოდ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში.