რედაქტორისგან
2015 წლის 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი ემიგრაციის მუზეუმში ქართველი ემიგრანტის დღე აღინიშნა!

1-ar-mtavariსაქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ა.წ. 25 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველი ემიგრაციის მუზეუმში ქართველი ემიგრანტის დღე აღინიშნა. ნიუ ორკში მცხოვრები უხუცესი ემიგრანტების ნიკო თოფურიას და მამია ზაქრაძის საიუბილეო 95-ე წლისთავის მილოცვით საღამო გახსნა მუზეუმის ხელმძღვანელმა ქალბატონმა რუსუდან კობახიძემ. წელს შეუსრულდა დაბადებიდან 97- წლისთავი 2014 წელს ვაშინგტონში გარდაცვლილ უხუცეს ქართველი ემიგრანტს- პეტრე ხვედელიძეს - დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მის ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენა ამერიკელი ემიგრანტების უსაყვარლესი ,,ძია პეტრე"...

ტრადიციად დამკვიდრდა - ამ დღეს ემიგრანტთა შემოქმედების გაცნობა თანამემამულეთათვის და წელს ემიგრაციის მუზეუმი ნიუ ორკში მცხოვრები შესანიშნავი ქართველი ებრაელი მხატვარის - ცისანა ჯანაშვილის პერსონალურ გამოფენას და მხატვრის დაბადებიდან სამოცი წლის იუბილეს მასპინძლობდა. სტუმრებმა დიდი სიყვარულით მიულოცეს ქალბატონ ცისანას დაბადების დღეს და უამრავი შემოქმედებითი და პირადი ბედნიერება უსურვეს. მხატვრის შემოქმედებაზე ისაუბრა ემიგრაციის მკვლევარმა, ქალბატონმა სოფიო ჯერვალიძემ.

საღამოს დასკვნითი ნაწილი კი ემიგრანტული ცხოვრების წლის სიახლეს, ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის ჟურნალ ,,ემიგრანტის ხმა" პრეზენტაცია გაიმართა. „კიდევ ერთი ხიდი სამშობლოსთან!“ - ასე უწოდა პერიოდულ გამოცემას ლიგის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ამერიკაში მცხოვრებმა ემიგრანტმა, ქალბატონმა ელიზა აბელაშვილმა, მიულოცა ემიგრანტებს ჟურნალის პირველი ნომრის გამოცემა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ყოველი ემიგრანტის უპირველესი საზრუნავი იღვაწონ : ,,სამშობლოს გარეთ- სამშობლოსათვის"!

საქინფორმი
საქართველო, თბილისი

1-ar-2 1-ar-3
1-ar-4 1-ar-5
1-ar-6 1-ar-7
1-ar-8 1-ar-9
1-ar-10 1-ar-11
1-ar-12 1-ar-13
1-ar-14 1-ar-15
1-ar-16 1-ar-17
1-ar-18 1-ar-19
1-ar-20 1-ar-21
1-ar-22 1-ar-23
1-ar-24 1-ar-25
1-ar-26 1-ar-27
1-ar-28 1-ar-29
1-ar-30 1-ar-31
1-ar-32 1-ar-33
1-ar-34 1-ar-35
1-ar-36 1-ar-37
1-ar-38 1-ar-39
1-ar-40 1-ar-41