პოლიტიკა
„ჩვენმა ყველა მეგობარმა და პარტნიორმა ზურგიც რომ გვაქციოს, მაინც ვიტყვი - ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა! ოღონდ ამის გამო რუსეთუმეობას ნუ დამაბრალებთ“ - ვიცე-სპიკერი კობახიძე

1-prispeSnik-pol-3-anსაქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახძე აშშ-ში ერთსქესიანთა დაკანონებას გამოეხმაურა.

„სულ რომ მარტონი დავრჩეთ ამ დედამიწაზე, ყველა ჩვენმა მეგობარმა, პარტნიორმა თუ მოკავშირემ რომ ზურგი გვაქციოს, მე მაინც ვიტყვი რომ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება დიდი შეცდომაა, ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომა, თორემ სხვა დანარჩენ კატეგორიებზე, როგორიცაა ზნეობა, მორალიდა ა.შ ჩემზე უფრო ზნეობრივები და ღირსეულები ილაპარაკებენ, მე მხოლოდ სახელმწიფოზე ვამბობ, კანონმდებლებზე... დღეს ლამის ერთიანად გაცისარტყელდა facebook, ტაში შემოკრეს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რა ვქნა, თუ მე ვერ შევუერთდი ამ "სიხარულს", მაპატიეთ, ვიცი, გამკიცხავთ ზოგიერთები, კრიტიკას არ დაიშურებთ, შეიძლება ქარ-ცეცხლშიც გამატაროთ, მაგრამ, ალბათ, აზრის თავისუფლება ის უფლებაა, რაც მაინც მრჩება როგორც საჯარო პირს. თქვენი ნებაა, მაკრიტიკეთ, ოღონდ ადამიანების სიძულვილს, შეუწყნარებლობას, დისკრიმინაციას, რაც მთავარია, რუსეთუმეობას და ამის მსგავსებს ნუ დამაბრალებთ!..“, - წერს მანანა კობახიძე საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.