საქინფორმის რეგიონული კორესპონდენტი გვატყობინებს ქუთაისიდან:
ამიტომ (ისევე, როგორც შარშან) ჩამოკიდეს საშინელი ნათურები, რომლებიც, როგორც ყოველთვის, ახალ წლამდე გადაიწვება.
ამჯერადაც ჩვენი კორესპონდენტი რიგითი ქუთათურების აზრით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ მათ აინტერესებთ, რა თანხაა გამოყოფილი ქუთაისის ბიუჯეტში საახალწლოდ და რა რაზე უნდა დაიხარჯოს კონკრეტულად.
''შეგიძლიათ უკვე ნახოთ, რა ჩამოკიდეს, დღისით საშინელი სანახავია,ღამით ვერ გაიგებ, რა ფორმებია. ხარჯავ ფულს?! მაშინ ფორმა მაინც მიეცი, ლამაზი რომ გამოჩნდეს. იმას არავინ ამბობს, რომ ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა იყოს ცარცით გაფერადებული, ერთი წვიმა და ჩამოირეცხება,'' - აღნიშნავს ქალაქის მკვიდრი, პედაგოგო ნინო სულაკაძე.
გამოკითხულთა აზრით, იმ ცუდ დროს ახლანდელს თუ შევადარებთ, მაშინ კმაყოფილები უნდა ვიყოთ; ის გაკეთებული "მეფეთ უბანი" და ოპერის თეატრიც უნდა მოგვწონდეს, რადგან იმას ხომ ჯობია, რაც იყო. მაგრამ ''ინდუსტრიის მშენებელ'' ქალაქში უჩვეულო ეკონომიკური უძრაობაა, სამრეწველო გიგანტებიდან დღეს მინი-საამქროებიღა დარჩა, ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის შემდეგ კი ქუთაისი არც ტურისტებით დატვირთულა და არც ინვესტორებით. საკუთარი სოციალური მდგომარეობის ფონზე, ნაძვის ხის ბრჭყვიალა სათამაშოები ქუთათურთა გულს ნაკლებად ახარებს.