უცხოეთი
სომხეთის პრემიერი ხელმოკლეებს ელექტრობაზე ფასების ზრდის შემთხვევაში კომპენსაციების მიცემას შეჰპირდა

1armenya-zar-3საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. სომხეთის მთავრობა არ გადახედავს გადაწყვეტილებას ელექტროენერგიის ტარიფების ზრდის შესახებ, თუმცა, ხელმოკლე ოჯახებს კომპენსაციებს გადაუხდის, განაცხადა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა. „ჩვენმა გათვლებმა უჩვენა, რომ ტარიფების მომატების შედეგადთოთოეული ოკჯახის დანახარჯი მხოლოდ ელექტროენერგიის ნაწილში 1400 დრამით გაიზრდება (154 რუბლი), რადგან თითოეული ოჯახი საშუალოდ ყოველთვიურად 200 კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს“, - განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე.

სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების მარეგულირებელმა სახელმწიფო კომისიამ 17 ივნისს გადაწყვიტა 2015 წლის 1 აგვისტოდან გაეზარდა ტარიფი ელექტროენერგიაზე 6.93 დრამით (დაახლ. 80 კაპიკი) 1 კვტ/სთ-ზე.

მოქმედი ტარიფი 41.85 დრამს შეადგენს 1 კვტ-სთ-ზე (დაახლ. 5.6 რუბლი) დღისით და 31.85 დრამს 1 კვტ/სთ-ზე (3.65 რუბლი) - ღამით. ეს ნაბიჯი ვალუტის მერყეობით ახსნეს.

„სომხეთის პრეზიდენტს ვეთათბირეთ და მოვამზადეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 105 ათასი ხელმოკლე ოჯახის ანდა 400 ათასი მოქალაქისთვის შემწეობა გაიზრდება 24 ათასი დრამით (2640 რუბლი) წლიურ ჭრილში. ტარიფების ზრდის შედეგების შესარბილებლად მოსახლეობის არაუზრუნველყოფილი ფენებისთვის მთავრობა ყოველწლიურად 2.5 მლრდ დრამზე მეტს გაიღებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.