უცხოეთი
ევროკომისია „რუსულ პროპაგანდასთან“ ბრძოლასა და რუსული მედიის, მათ შორის, ტელეარხ RT-სა და სააგენტო Sputnik-ის პოპულარობის ზრდისთვის წინააღმდეგობის გაწევას აპირებს

1media-zar-1-anსაქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. ევროკავშირში „რუსული პროპაგანდის“ წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა შეიმუშავეს, რაც რუსული მედიის, მათ შორის ტელეარხ RT-სა და საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის წინააღმდეგ მიმართული რიგი ზომების მიღებას ითვალისწინებს. ამის შესახებ EUobserver იუწყება. გამოცემის მონაცემებით, რუსული მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ევროკავშირის ჯგუფს East StartComTeam ერქმევა და მუშაობას 2015 წლის სექტემბერში დაიწყებს.

ტელეარხ RT-ის პოპულარობის ზრდის ხელშეშლისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიას განზრახული აქვს „აამაღლოს თანამშრომლობა ნაციონალურ საზედამხედველო ორგანოებს შორის, მათ შორის, მარეგულირებელთა ევროპული ჯგუფის სხდომის ჩატარების გზით“. ამასთან, ევროკავშირის ექსპერტები გაავრცელებენ მასალებს რუსულ ენაზე, რომლებიც „საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, გაიგონ, რომ ევროკავშირში ჩატარებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები დროთა განმავლობაში დადებითად აისახება მათ ცხოვრებაზე“. თუმცა, კონკრეტულად - როგორ, ამას გამოცემა არ აზუსტებს.

ევროპის კავშირი ბეჯითად ცდილობს ჩაახშოს RT-ს ალტერნატიული ხმა, მაშინ, როცა ევროპაში არსებობს ასობით გაზეთი, ტელეარხი და რადიოსადგური, რომლებიც მხოლოდ ერთ თვალსაზრისს ავრცელებენ მსოფლიოში მომხდარ მოვლენებზე“, - განაცხადა ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა.