უცხოეთი
„ისლამურმა სახელმწიფომ ჩრდილოეთ კავკასიაში ფილიალის შექმნის შესახებ განაცხადა - ტერორისტების ლიდერად ამ რეგიონში აბუ მუჰამედ ალ-ქადარი დასახელდა“ - Institute for the study of war

1igil-zar-3-anსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. „ისლამურისახელმწიფოს“ პრესმდივანმა აბუ მუჰამედ ალ-ადნანმა ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ადმინისტრაციული ერთეული - ვილაიეთის შექმნის შესახებ განაცხადა. ტერორისტების ლიდერად ამ რეგიონში დანიშნულია აბუ მუჰამედ ალ-ქადარი.

გამოცემა Institute for the study of war აღნიშნავს, რომ ალ-ადნანის აღნიშნული განცხადება შეიძლება სოცქსელებში 21 ივნისს გამოჩენილი რუსულენოვანი მიმართვის პასუხი იყოს. მასში „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები დაღესტანში, ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში ორგანიზაციის ძირითად ფრთას დახმარებას სთხოვდნენ. ეს ოთხია ექვსი რეგიონიდან, რომლებიც ალ-ქაიდასთან დაახლოებულ კავკასიის ისლამურ საამიროს შეადგენენ (თვითდასახელებული „იმარატ კავკაზ“); ორგანიზაციის საქმიანობა აკრძალულია რფ-ის ტერიტორიაზე. სწორედ ამ ოთხი რეგიონის წარმომადგენლები სხვებზე ხშირად ახოციელებენ ტერაქტებსა და იერიშებს ახალი საამიროს მხარდასაჭერად, სადაც, მათი აზრით, შარიათის კანონი უნდა ზეობდეს და რომელმაც ჯიჰადი უნდა გამოუცხადოს დანარჩენ მსოფლიოს.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საამირო 2007 წლის 7 ოქტომბერს გამოცხადდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი დოკუ უმაროვის მიერ.