გაზეთ The Guardian-ის მიმომხილველი ჯონათან სტილი: „აშშ მტრის ხატს ცარიელ ადგილზე ქმნის“
საქართველო, 25 ივნისი,
საქინფორმი. ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების, საბრძოლო მანქანების და მძიმე შეიარაღების განთავსებასთან დაკავშირებით 5 ათასი სამხედრო მოსამსახურისთვის. თუმცა, როგორც ბრიტანული ჟურნალი აღნიშნავს, ეს მხოლოდ „
იარაღის ჟღარუნია“, რუსეთი კი, მისი აზრით, საშიში არ არის ევროკავშირის ქვეყნებისათვის. „
ისინი (აშშ) ირწმუნებიან, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს. ეშტონ კარტერის განცხადებით, მოსკოვი ცდილობს აღადგინოს სსრკ-ის დროინდელი გავლენის სფერო ევროპაში. ეს, რა თქმა უნდა, გაზვიადებაა“, - განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.
მისი აზრით, „უბედურება ისაა, რომ აშშ მტრის ხატს ცარიელ ადგილზე ქმნის“, ხოლო „უკრაინის კრიზისი ემუქრება მხოლოდ უკრაინას" და არავითარი კავშირი არ აქვს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ან ცენტრალური და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან. „თუმცა, ნატო დიდი ბიუროკრატიული იმპერიაა, მას არსებობის მიზეზი უნდა ჰქონდეს და ეს შესანიშნავი საბაბია იარაღის ამერიკელი მწარმოებლებისთვის, გაზარდონ შეიარაღების წარმოება და გაყიდვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამგვარად, რუსეთის დემონიზაციაში დიდ როლს თამაშობს კორპორატიული ინტერესები“, - აღნიშნა ჯონათან სტილმა.