უცხოეთი
საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ვაშინგტონმა უკვე გამოაცხადა თავისი განზრახვის შესახებ აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების, საბრძოლო მანქანების და მძიმე შეიარაღების განთავსებასთან დაკავშირებით 5 ათასი სამხედრო მოსამსახურისთვის. თუმცა, როგორც ბრიტანული ჟურნალი აღნიშნავს, ეს მხოლოდ „იარაღის ჟღარუნია“, რუსეთი კი, მისი აზრით, საშიში არ არის ევროკავშირის ქვეყნებისათვის. „ისინი (აშშ) ირწმუნებიან, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს. ეშტონ კარტერის განცხადებით, მოსკოვი ცდილობს აღადგინოს სსრკ-ის დროინდელი გავლენის სფერო ევროპაში. ეს, რა თქმა უნდა, გაზვიადებაა“, - განაცხადა ბრიტანელმა ჟურნალისტმა.