სამართალი
30-მდე სამედიცინო დაწესებულების 100-მდე ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს სერთიფიცირების საბჭო გადაწყვეტს.
საბჭოს თავმჯდომარე, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ანდრია ურუშაძე იქნება.
ერთ-ერთი ინციდენტი, სავარაუდოდ, ზაფხულში მეოთხე სამშობიაროში მომხდარი სკანდალი იქნება. მეოთხე სამშობიარო სახლი ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრომ შეამოწმა. ერთ-ერთი მშობიარე, ირმა გოგიაშვილი, სამედიცინო პერსონალს ჩვილის სიკვდილში ადანაშაულებს. მისი აზრით, ექიმების უყურადღებობის მიზეზი ის იყო, რომ მას პოლისით უნდა ემშობიარა და ექიმებისთვის ხელზე ფულის მიცემა არ შეეძლო.