სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა ”ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიიდან ქლორის კონტეინერები ამოიღეს

1kont-samart-3-mtavarსაქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების ჯგუფმა კონტეინერები ოპერატულად ამოიღო. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების სპეციალისტებმა აღმოჩენილი ნივთიერება შემდგომი უტილიზაციის მიზნით უსაფრთხო ადგილზე გადაიტანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა მდინარე მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებულ გვირაბში სამძებრო სამუშაოები განახორციელეს. მოხდა 900-მეტრიანი გვირაბის დეტალური დათვალიერება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მაშველებმა აღმოაჩინეს ორი ავტომობილი.

1kont-samart-3-qvem