საზოგადოება
13 ივნისის სტიქიის შედეგად გარდაცვლილია - 19, ხოლო უგზო-უკვლოდ დაკარგულია 3 ადამიანი. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი

1sabWo-sazog-1საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ ყველა ლოკაციაზე. მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს: თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 11 თვითმცლელი, 4 ექსკავატორი, 1 დამტვირთველი, 1 დამტკეპნი მანქანა, 1 წყალმზიდი; „კომპანია Caucasus Road Project ჯგუფის“ კუთვნილი 3 ექსკავატორი, 8 თვითმცლელი; მელიორაციის სამსახურის 4 ექსკავატორი, 11 თვითმცლელი; შპს „აკორდის“ 10 თვითმცლელი; „საქენერგოპროს“ - 1 თვითმცლელი და შპს „მშენებელის“ 1 თვითმცლელი; ზოოპარკის ტერიტორიაზე მუშაობს: 1 ექსკავატორი, 7 თვითმცლელი, 1 წყალმზიდი, 1 ამწე; სვანიძის ქუჩაზე მუშაობს: 6 თვითმცლელი, 1 ექსკავატორი; წყნეთისქუჩაზე გრძელდება 120 მეტრის სიგრძისა და 8 მეტრის სიმაღლის საყრდენი კედლის მშენებლობა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარეობს პრევენციულ იღონისძიებები: 1. ინფექციის გავრცელების და საწარმოო ტრავმის რისკების მინიმუმამდე დაყვანა 2. ვაქცინაცია. დღევანდელი მონაცემებით, ტეტანუსის აცრა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულმა 2000-მდე პირმა გაიკეთა. “თბილწყალკანალის“ და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ მკაცრად კონტროლდება სასმელი წყლის ხარისხი.