პოლიტიკა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბრეგაძის ბრიფინგი

1bregaZe-polit-3საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ 13 ივნისს თბილისში განვითარებული სტიქიის გამო და სამძიმარს უცხადებენ სტიქიის შედეგად დაღუპული პირების ოჯახებს.

დამანგრეველი სტიქიის შემდეგ ჩვენი თანამემამულეების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცენდენტო თანადგომა და ყოველ დღიურად სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოდის ზარები სტიქიის შედეგად დაზარალებული პირების დახმარების სურვილით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილია პუნქტები, სადაც ქართველები აგროვებენ ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთებს საქართველოში გამოსაგზავნად. გარდა ამისა ჩვენი თანამემამულეები ახდენენ ფულადი სახსრების აკუმულირებას დაზარალებულთა დასახმარებლად.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ინდივიდუალური გადმორიცხვა ძვირი უჯდება ჩვენს თანამემამულეებს, ყველა ქვეყანაში სადაც საქართველოს გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა, საქართველოს საელჩოებს აქვთ გახსნილი სპეციალური ანგარიშები, სადაც ხდება თანხების ჩარიცხვა ფაქტიურ ქვეყნებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ძალებით ახდენენ ფულადის სახსრების დაგროვებას, რათა შემდგომში დახმარება გაუწიონ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს საკუთარი შეხედულებისამებრ.

ჰუმანიტარული ტვირთები 

თურქეთში მცხოვრები ქართველები

2 ტრაილერი ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები პროდუქტი, ჰიგიენური საშუალებები)

1 ტრაილერი საზღვარზე გადის პროცედურებს ხოლო მეორე ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსის მინიჭების შემდეგ წამოვა სტამბულიდან

რუსეთში მცხოვრები ქართველები

4 ტონა ტვირთი (ტანისამოსი, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები)

კვირის ბოლომდე იქნება თბილისში

ორგანიზაცია „ქართული სათვისტომო“ ვენაში, ავსტრია, ხელმძღვანელი თამარ აღდგომელაძე

400 კ.გ. ჰუმანიტარული ტვირთი; (ჰიგიენური საშუალებები, ტანისამოსი)

 

თბილისში იქნება 25 ივნისს; გადმოზიდავს ავიაკომპანია „Georgian Airways“

საბერძნეთში მოქმედი დიასპორული ორგანიზაცია „ივერონი“

323 კ.გ. დახმარება (ტანისამოსი, საყოფაცხოვრებო ნივთები)

 

25 ივნისს იქნება თბილისში; შეგროვდა „ჩიკორია ექსპრესის“ ოფისში; გადმოზიდა „საქართველოს ფოსტამ“

საბერძნეთი, თესალონისკში მცხოვრებმა ქართველებმა

1.5 ტონა ჰუმანიტარული დახმარება (ბავშვის ტანისამოსი, საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები)

 

თურქეთში მოქმედი ადამიანის დახმარების ფონდი „IHH“

2 ტრაილერი ჰუმანიტარული ტვირთი (საკვები პროდუქტი, ტანისამოსი, ჰიგიენური საშუალებები)

მანქანები დაიძრებიან ჰუმანიტარული ტვირთის სტატუსის მინიჭების შემდეგ. კვირის ბოლომდე

ესპანეთში მცხოვრები ქართველები გამოგზავნიან ბარსელონაში მოქმედი საფოსტო გზავნილების კომპანია „სამებას“ დახმარებით

მიმდინარეობს საყოფაცხოვრებო ნივთების შეგროვება

ტვირთი გამოიგზავნება 30 ივნისს

 

გერმანია - „ქართული სათვისტომო მიუნხენში“

1.5 ტონაზე მეტი (საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები ბავშვებისათვის, ტანისამოსი)

გამოიგზავნება 10 ივლისამდე

პოლონეთში მცხოვრები ქართველები, ვარშავაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კატო ლოლაძის დახმარებით

გროვდება საყოფაცხოვრებო ნივთები

საქართველოში გამოიგზავნება 25 ივნისს

საქველმოქმედო ღონისძიებები

20 ივნისს შედგა მომღერალი ნოდიკო ტატიშვილის საქველმოქმედო კონცერტი ნიუ იორკში

კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი (თანხა არ კონკრეტდება)

გადარიცხულია

21 ივნისს გერმანიაში, ბერლინში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა მოაწყვეს აუქციონი

გასაყიდად გამოიტანეს ნახატები

260 ევრო -თანხა ჩაირიცხა საელჩოს ანგარიშზე

4 ივლისს, საფრანგეთში, წმ. თამარ მეფის ტაძრის მრევლი გამართავს საქველმოქმედო კონცერტს ნიცაში

კონცერტზე მოხდება თანხის შეგროვება

თანხა გადმოირიცხება

პოლონეთში გაიმართა კონცერტი-აუქციონი (ახალგაზრდა ელჩი ქეთევან ფრანგულაიშვილის ორგანიზებით; ხელშემწყობი: ღვინის სახლი „ლიპოვა კრაკო სლოუ ვაინს“; ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან“

აუქციონზე გაიყიდა ქართული ღვინო, ჭაჭა, ყანწები, მაისურები და სხვა სუვენირები

გადმორიცხულია 8779.5 ზლოტი

28 ივნისს ლონდონში რესტორან „თამადაში“ გაიმართება საქველმოქმედო საღამო

ამ დროისთვის შეგროვდა 790 ფუნტი

ჯერ არ გადმორიცხულა

პოლონეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი კატო ლოლაძე პოლონელ ბიზნესმენებთან და მხატვრებთან ერთად

26 ივნისს გაიმართება აუქციონი

თანხა გადმოირიცხება

25 ივნისს ციურიხში, ფონდი „VIVACEGEORGIA“ ორგანიზებით გაიმართება კლასიკური მუსიკისსაქველმოქმედო კონცერტი

 

კონცერტზე შემოსული თანხა გადმოირიცხება

  1. საქართველოს ახალგაზრდა ელჩებმა გადმორიცხეს - 1000 ლარი;
  2. ისრაელი - დავით იაკობაშვილმა გადმორიცხა - 250 000 ლარი;
  3. გაბრიელ მირილაშვილი (საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის სახელით) - 100 000 ლარი
  4. „ჯონო ფერედაისის“ ინვესტორი ნოდარ გიორგაძე - მეურვეობას აიღებს ერთ ოჯახზე;
  5. ლევან კობიაშვილის ფონდმა გადმორიცხა - 10 000 ლარი;
  6. დუსჯეს უნივერსიტეტის სტუდენტმა გადმორიცხა - 44 ლარი
  7. ავსტრიაში, პირველი ქართული სტუდენტური გაერთიანება, ლინცში მცხოვრებმა ქართველებმა გადმორიცხეს - 145 ევრო

სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება გაუწია ირანის ისლამური რესპუბლიკასა და აზერბაიჯანში მცხოვრებმა რამდენიმე ათეულმა ახალგაზრდა თანამემამულემ. ახალგაზრდება მოხალისეებად მუშაობდნენ გმირთა მოედნის და მზიურის ტერიტორიაზე

ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ დროისთვის მოგვაწოდა ჩვენმა თანამემამულეებმა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარებისთვის პროცესი გრძელდება, რადგან სურვილი გაცილებით დიდია.