პუბლიკაციები
საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ტოლერანტულ ევროპაში გეების მხრიდან სექსუალური ძალადობის პრობლემა იზრდება.
სტოკჰოლმში ოქტომბრის შუა რიცხვებში ძალადობის მსხვერპლი მამაკაცების დახმარების პირველი ცენტრი გაიხსნება. შარშან შვედეთში დარეგისტრირებული იყო მამაკაცებისა და მოზარდების მიმართ სექსუალური ძალადობის 370 შემთხვევა. ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ რეალურად მათი რიცხვი გაცილებით დიდია.ექიმი ლოტი ჰელსტრემი, რომელიც Södersjukhuset-ის კლინიკაში მუშაობს, დარწმუნებულია, რომ „საზოგადოებაში მიღებულია თვალსაზრისი, რომ მამაკაცი არ შეიძება ძალადობის მსხვერპლი გახდეს“. მისი აზრით, მამრობითი სქესის მსხვერპლი გაცილებით მეტად იტანჯება, ვიდრე მდედრობითი სქესისა.
ევროპელი გეები საბოლოოდ ხდებიან სოციუმის სრულფასოვანი სუბიექტები. გამორიცხული არაა, რომ მოკლე ხანში ჰომოსექსუალური ძალადობა რიცხობრივად „ტრადიციულს“ გადააჭარბებს.