საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. ცოტა ვინმე თუ ფიქრობს ახლა, რომ რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი 2024 წლის მაისში შესაძლოა დიდებული ეკატერინა პუტინა - ვლადიმერ პუტინის ღირსეული ქალიშვილი, გახდეს.
სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინს რუსი ხალხი ხელახლა აირჩევს 2018 წლის მაისში. ჯანმრთელობა, მიზანსწრაფვა და მოქნილი გონება რუსეთის პრეზიდენტს აქვს, რითიც ვერ დაიკვეხნიან ევროკავშირისა და აშშ-ის ლიდერები, რომლებსაც არც სტრატეგიული და არც ტაქტიკური აზროვნება არ გააჩნიათ. რაც მთავარია, საკუთარ ხალხში ავტორიტეტითა და პატივისცემით ვერ სარგებლობენ.უკვე სრულებით ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ყოფნა რუსეთისა და მისი ხალხისთვის სიკეთის მომტანია. სწორედ ის ახმარს მთელ ძალისხმევას, რომ რუსეთმა თავისი სტატუს-კვო დაიბრუნოს - იყოს ზესახელმწიფო მსოფლიო არენაზე, რისაც ასე ეშინიათ დასავლეთელ ლიდერებს.
დიდი ალბათობით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების მემკვიდრეობითობის საკითხს რუსეთში უკვე 2020 წლამდე განიხილავენ. ეს არ იქნება მონარქია, ეს იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, რომლებზეც რუსეთის ხალხი ეკატერინა პუტინას აირჩევს, როგორც რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ყველაზე ახლო ნათესაურ კავშირში მყოფ ადამიანს. და ასევე, როგორც უგანათლებულეს, სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ქალს, შესაბამისი წინასწარი მომზადებით.
რუსეთი იხილავს თავის თანამედროვე ეკატერინე დიდს და ეს სულაც არ არის ფანტასტიკა.
ეკატერინა ვლადიმერის ასული პუტინა 1986 წლის 31 აგვისტოს დაიბადა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქ დრეზდენში, იმხანად მამამისი იქ მსახურობდა. სიცოცხლის პირვწლი წლები, გდრ-ის ლიკვიდაციამდე - 1990 წლამდე გერმანიაში ცხოვრობდა. შემდგომ კი პეტერბურგში - მშობლებთან. 1996 წელს მშობლებთან ერთად საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა, ხოლო 2000 წელს შეწყვიტა ჩვეულებრივ სკოლაში სიარული, მას შემდეგ, რაც მამამისი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
სკოლის დასრულების შემდეგ ეკატერინამ სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. არასაჯაროობა მას მხოლოდ ქულას აძლევს შემდგომ შესაძლო სახელმწიფო სამსახურში ჩასადგომად.