საზოგადოება
"ვარშავის სამიტზე ჩვენ უნდა მივიღოთ MAP-ი და არ ვაპირებთ დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში"

Kura-sazog-3საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"არ ვაპირებთ გეგმა "ბ"-ზე და გეგმა "ც"-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. საქართველო იბრძვის და ყველაფერს აკეთებს, რომ გადავიდეს თვისობრივად ახალ ეტაპზე ნატო-სთან ურთიერთობაში. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP-და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, თუ საქართველოს MAP-ი არ მისცეს, სწორედ ეს ზრდის ნიჰილიზმს და სკეპტიციზმს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, მით უმეტეს რუსული რბილი ძალის პოლიტიკის დროს.