სამართალი
„ეს არის კამპანიური შეტევა ეროვნულ ბანკზე! როდესაც ვჯდებით რიცხვებზე სასაუბროდ, არგუმენტები ქრება" - გიორგი ქადაგიძე

samart-3საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიმართ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ბრალდებების შესახებ რუსთავი 2-ის გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ისაუბრა.

ეს არის ბანკის დისკრედიტაციის მცდელობა და ეს არის, რა თქმა უნდა ძალიან საზიანო ჩვენი ქვეყნისთვის. ზუსტად ამაზე მიუთითებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამის კეთება არ შეიძლება...", - განაცხადა ქადაგიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ „არცერთი ეს ბრალდება ახლოს არ არის არათუ რეალობასთან, არამედ საღ აზრთან“.

ბრალად გვდებდნენ, თითქოს ლარის გაუფასურება გამოწვეულია არა ფუნდამენტური ფაქტორებით, არამედ იმით, რომ ჩვენ ფულის მასა გავზარდეთ, დასახელებული იყო ხან 700 მილიონი, ხან მილიარდი, ხან 307 მილიონი. რა თქმა უნდა, როგორც კი ჩვენ ვჯდებით რიცხვებზე სასაუბროდ, ეს არგუმენტები ქრება იმიტომ, რომ არაფერი საერთო ამას არ აქვს რეალობასთან...", - განაცხადა, კერძოდ, ქადაგიძემ.