სამართალი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი: „რუსეთი უპასუხისმგებლო სახელმწიფოა, რომელსაც შეუძლია ოკუპირებული ტერიტორიები არასწორი მიზებისთვის გამოიყენოს!“

samart-1-analit-1-mtavarსაქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი ტერორიზმის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმაურება. თინა ხიდაშელი აქცენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ტრანზიტად გამოყენების საფრთხეზე აკეთებს.

 "ოკუპირებულ ტერიტორიებს და საოკუპაციო ზოლს ვერ ვაკონტროლებთ, საფრთხე არსებობს. ეს კონფლიქტი დომინირებს საეთაშორისო დღის წესრიგში და ეს სწორია, მაგრამ ისეთი უპასუხისმგებლო სახელმწიფოსთვის, როგორიც ჩვენი მეზობელია, არ არის გამორიცხული ამ ტერიტორიების არასწორი მიზნებისთვის გამოყენება მოხდეს",- აცხადებს, კერძოდ, თინა ხიდაშელი.

samart-1-analit-1-qvem