საზოგადოება
ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი იუსტიციის სამინიტროს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის შეცვლისა და აღიარების პროცედურების კანონმდებლობით დარეგულირებისკენ მოუწოდებს

sazog-2საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ გაზეთი ,,რეზონანსი“ წერს.

„...ტრანსგენდერები პრობლემებს აწყდებიან სამოქალაქო აქტების ჩანაწერში სქესის შეცვლისას, რაც თავის მხრივ, ხელშემშლელი ფაქტორია განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 78–ე მუხლი განსაზღვრავს გარემოებათა ჩამონათვალს, რაც შესაძლოა გახდეს სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შეტანის საფუძველი. ერთ-ერთ ასეთ გარემოებად მითითებულია ,,სქესის შეცვლა – თუ სქესის შეცვლასთან დაკავშირებით პირს სურს სახელის ან/და გვარის შეცვლა". თუმცა, არ არსებობს დოკუმენტების ჩამონათვალი, რომელიც პირმა უნდა წარადგინოს სამოქალაქო აქტში შესაბამისი ცვლილების განხორციელებისათვის, ასევე არაა განსაზღვრული ამ მუხლის მიზნებისათვის რა ითვლება ,,სქესის შეცვლად“, - ნათქვამია, კერძოდ, სახალხო დამცველის განცხადებაში.