საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო: “ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი”

sazog-1საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

„...მზიურის ტერიტორიაზე მუშაობს 285 მეხანძრე-მაშველი. დაცვის პოლიციის 50 თანამშრომელი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 27 თანამშრომელი, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და მერიის მიერ დაქირავებული კერძო კომპანიების ტექნიკა.

ზოოპარკის ტერიტორიაზე აქტირად გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით... ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე გრძელდება წყლის ამოტუმბვითი და ჩამონადენი მასალების გატანითი სამუშაოები.

წყნეთის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს ნაპირის გამაგრებისთვის საჭირო სამუშაოები. სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე - სვანიძის ქუჩა, "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია.

სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობიდან 328 ადამიანი განთავსებულია სხვადასხვა სასტუმროში, ხოლო 92 კი კერძო ბინებში“.