პოლიტიკა
როცა საქართველოს მთავრობა, თბილისის მერია და მოხალისე ახალგაზრდები საგანგებო რეჟიმში დედაქალაქს შლამისგან წმენდნენ, დაღუპულებს ეძებდნენ და უსახლკაროებს უვლიდნენ, მარგველაშვილი და სააკაშვილი ბრატისლავაში მაკკეინს ეხუტებოდნენ!

pol-3-an-mtavarსაქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმი "GLOBSEC"-ის ფარგლებში სენატორ ჯონ მაკკეინთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასაწყისში მხარეებმა საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრეს. ამერიკელმა სენატორმა გიორგი მარგველაშვილს დატრიალებული ტრაგედიის გამო მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-ამერიკის მეგობრული ურთიერთობა განიხილეს; ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნისათვის აშშ-ის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობა. სენატორმა მაკკეინმა ყურადღება საქართველო-ამერიკას შორის გაფორმებული ქარტიის ფარგლებში წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრა.

მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს და ყურადღება ნატო-ს მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. როგორც  სენატორმა მაკკეინმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს საერთაშორისო მისიებში. იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს უელსის სამიტის არსებითი პაკეტის რეალიზება არამხოლოდ მის ტექნიკურ განხორციელებაზე გაამახვილებს ყურადღებას, არამედ ხელს შეუწყობს საქართველოს ნატო-ში გაწევრებას და, ამერიკასა და  სხვა ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა ინტეგრაციის პროცესზე დადებითად აისახება.

საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებასაც.  განსაკუთრებული ყურადღება უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს დაეთმო.

გიორგი მარგველაშვილმა ჯონ მაკკეინს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში პირადად მისი და აშშ-ის მხრიდან აღმოჩენილი ურყევი თანადგომისათვის, ასევე ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი  იმ რეზოლუციებისა და სამართლებრივი აქტებისათვის, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ.

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელი სენატორი პირადად მოიწვია საქართველოში,  თავის მხრივ, ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იგი აუცილებლად ესტუმრება საქართველოს.

საქართველოს პრეზიდენტთან და ქართულ დელეგაციასთან შეხვედრას აშშ-ის სენატორები ჯონ ბაროსსო და ტომ კოტონიც ესწრებოდნენ.

ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს "GLOBSEC" საქართველოს ექპრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა, რომელიც, ასევე სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. «Встречи в Братиславе. Много говорили об Одессе» (Зустрічі у Братиславі. Багато говорили про Одесу) - წერს სააკაშვილი თავის Facebook-გვერდზე. მაგრამ საქართველოს ორი პრეზიდენტის ერთნაირი პროგრამა ბრატისლავაში შემთხვევითი არ იყო. სავარაუდოდ, უელსის და კიევის შემდეგ, ეს რიგით მესამე შეხვედრა იყო მათ შორის და რა თემაზე ისაუბრეს, ალბათ ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.

pol-3-1 pol-3-2
pol-3-3