პოლიტიკა
ზარალი 100 მილიონამდეა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ საჭირო თანხის ნაწილს, რომელსაც ხელისუფლება ვერ მოიძიებს, თავად გამოყოფს

polit-2საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. „მოქალაქის“ დამფუძნებლის განცხადებით, მისი სახით ხელისუფლებას აქვს დაზღვევა და საჭირო თანხას, რასაც ხელისუფლება ვერ მოიძიებს, თავად გაიღებს. ივანიშვილმა სტიქიის პირობებში მთავრობის მუშაობა შეაფასა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში თავისი დაბრუნების აუცილებლობას ვერ ხედავს.

იმედია ყველა უბედურება წარსულს ჩაბარდა, კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულების ოჯახებს. არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ აღვნიშნო მთელი ქვეყნის ახალგაზრდების ასეთი აქტიურობა და ამ უბედურებაში მათ ნამდვილად აჩვენეს, რომ ქვეყანა საიმედო ხელშია, მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება აკეთებდა მაქსიმალურს. იდეალური არაფერი არ არსებობს, არ შეიძლება გაკეთდეს საქმე და პატარა შეცდომა არ ახლდეს ამ ყველაფერს. მთავრობა თავად ცდილობს და იციან, რომ თამასა ძალიან მაღლაა აწეული, თამასას, რომელიც ჩემი პრემიერობის დროს დავტოვე, თუ ვერ შეინარჩუნებენ, რა თქმა უნდა, მე არ გავჩერდები. ყველამ თავის საქმე უნდა გააკეთოს, ეს ხელისუფლების საქმეა, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მოიძიონ ხარჯები და დაფარონ, რაც სტიქიამ მოგვიტანა, რასაც ვერ შეძლებენ, ყველა თანხა ჩათვალეთ რომ აქვთ, მე დავაფინანსებ, რასაც ვერ მოახერხებს ბიზნესი, ხელისუფლება და საზოგადოება“, - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.