რედაქტორისგან
საქინფორმის მკითხველთა კითხვები საქართველოს ხელისუფლებას თბილისის ზოოპარკის ცხოველების დახოცვის ფაქტებთან დაკავშირებით

sam-2-red-6-mtსაქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. საქინფორმის რედაქციაში დახარისხდა მკითხველთა მრავალრიცხოვანი შეკითხვები, რომლებიც, ძირითადად, სატელეფონო ზარებითა და ელექტრონული ფოსტით შემოვიდა. შედეგად, ჩამოყალიბდა 5 მთავარი კითხვა, რომელბზეც საზოგადოებას სურს და უფლება აქვს, ხელისუფლებისგან მკაფიო პასუხი მიიღოს:

1. რამდენად აუცილებელი იყო ცხოველების დახოცვა, რომლებიც თბილისის ზოოპარკის ტერიტორიის გარეთ თბილისში, 13-დან 14 ივნისის ღამეს მომხდარი მოვლენების შედეგად აღმოჩნდნენ? ეს „აგრესიული მტაცებლებისგან მოქალაქეთა დაცვით“ იყო ნაკარნახები, თავდაცვით, თუ ბრძანებით?

2. რამდენი და რა ცხოველები დახოცეს ცეცხლსასროლი იარაღით და კონკრეტულად რა გარემოებებში? ზოგიერთი ცხოველის მიმართებაში რატომ გამოიყენეს ტრანკვილიზატორები - სპეციალური ნემსები, სხვების მიმართ კი ნამდვილი ტყვიები? და რამდენად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის ეს ღამეული სროლები ქალაქის ნახევრად დატბორილ ცენტრში?

3. ვინ ისროდა? ეს კონკრეტული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, თუ მავანი სამოქალაქო პირები? თუ ისინი პოლიციელები ანდა ჯარისკაცები იყვნენ, მოქმედებდნენ თავისი შეხედულებისამებრ, თუ თავის მეთაურთა ბრძანებებს ასრულებდნენ?

4. თუ შემსრულებლები ხელმძღვანელობის ბრძანებას ასრულებდნენ, მაშინ ვინ გასცა ეს ბრძანება? ხომ არ ჰქონდა ადგილი სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებას სააკაშვილის პრინციპით - „ნულოვანი ტოლერანტობა“?

5. ადგილი ხომ არ ჰქონდა პროვოკაციას შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნებით - მოეხდინათ მთავრობის კომპრომეტირება, რომლის წევრებიც იმ დღეებში მოხალისეებთან ერთად მუშაობდნენ სტიქიის კერებში, მათ შორის - ფიზიკურადაც? როგორც ლიკვიდირებული უიშვიათესი ჯიშის თეთრი ლომის შემთხვევაში, ადამიანი რომ დაგლიჯა, რომელმაც სასაწყობე შენობის რკინის კარი გააღო საცურაო აუზ „ლაგუნა-ვერესთან“: წინასწარ ვინ ჩაკეტა მხეცი ფანჯრებზე რკინის ცხაურებიან შენობაში და ამის შემდეგ, „ნაციონალები“, ღარიბაშვილის მთავრობის უმაქნისობაში დადანაშაულებასთან ერთად, მაშინვე ალაპარაკდნენ, რომ „ლაგუნა-ვერე“, მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის?

sam-2-1 sam-2-2