პუბლიკაციები
„თურქეთის ნაკადი“ რეალიზდება, დასავლეთის რეაქციის მიუხედავად - უკრაინა თამაშიდან გავარდა

zarub-2-analitსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნული პროექტი რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტად აღარ გამოიყენოს უკრაინა როგორც ქვეყანა ტრანზიტორი ევროკავშირში, ხოლო თურქეთს - უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პლანში, განსაკუთრებით, ბრიუსელთან მიმართებაში. გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ პროექტი განხორციელდება მიუხედავად დასავლეთის მხრიდან ნეგატიური რეაქციისა, - მიაჩნია Sputnik-ის ანალიტიკოს მიხაილ გამანდი-ეგოროვს. თურქეთმა უკვე უარი განაცხადა დასავლეთის ქვეყნების ანტირუსულ სანქციებს მიერთებოდა. „აშშ და მისმა ვასალებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ამ პროექტს არ ეთანხმებიან. თუმცა, მოსკოვი და ანკარა მის რეალიზებას მოახდენენ“.

„... თურქეთის მოქალაქეებს სულ უფრო ნაკლებად იზიდავს ევროკავშირში შესაძლო შესვლის პერსპექტივა. პირიქით, ახლა ბევრი გამოთქვამს სურვილს, ფსონი გაკეთდეს ჩრდილოელ მეზობელ - რუსეთთან ურთიერთობის განვითარებაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრიკს-ის სხვა ქვეყნებზე, ჩინეთისა და ევრაზიული სივრცის ქვეყნების ჩათვლით“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი.