უცხოეთი
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. აღნიშნული პროექტი რუსეთს საშუალებას მისცემს, მეტად აღარ გამოიყენოს უკრაინა როგორც ქვეყანა ტრანზიტორი ევროკავშირში, ხოლო თურქეთს - უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ პლანში, განსაკუთრებით, ბრიუსელთან მიმართებაში. გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ პროექტი განხორციელდება მიუხედავად დასავლეთის მხრიდან ნეგატიური რეაქციისა, - მიაჩნია Sputnik-ის ანალიტიკოს მიხაილ გამანდი-ეგოროვს. თურქეთმა უკვე უარი განაცხადა დასავლეთის ქვეყნების ანტირუსულ სანქციებს მიერთებოდა. „აშშ და მისმა ვასალებმა მაშინვე განაცხადეს, რომ ამ პროექტს არ ეთანხმებიან. თუმცა, მოსკოვი და ანკარა მის რეალიზებას მოახდენენ“.