საზოგადოება
“ბულგარეთი მზადაა ნატოში საქართველოს მეგობართა ჯგუფში ჩაერთოს, რათა უფრო ნათელი გახდეს მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ!” - ბულგარეთის პრეზიდენტი

sazog-3-an-mtavსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბულგარეთის პრეზიდენტს როსენ პლევნელიევს შეხვდა. შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში გაიმართა. ბულგარეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება აღმოუჩინოს ქართულ მხარეს ყველა საჭირო ფორმატში.

მე ვთხოვე ბულგარეთის პრეზიდენტს იყოს იმ ჯგუფის თანამონაწილე, რომლის ფორმირებასაც ვგეგმავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ავტორიტეტის მქონე და ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს თანხმობას, რომ თავადაც იქნება ჩართული ამ ჯგუფის საქმიანობაში... ჩვენ ამოცანა განსაზღვრული გვაქვს - მივდივართ ვარშავის სამიტზე იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ MAP-ისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

sazog-3-qvem