საზოგადოება
დღის გმირი მოხალისეები: აფრიკელი მოხალისე, რომელსაც ვეფხვის დაძინების საშუალება არ მისცეს და უფასო ტაქსის მძღოლი! (ორი ვიდეო)

sazog-2-mtavarსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. როგორ იტყობინებოდა საქინფორმი. გუშიწინ "ლაგუნა ვერესთან" მდებარე შენობაში - სარეცხი ფხვნილების ქარხნის საწყობში - ალბინოსმა ვეფხვმა ერთი შუახნის მამაკაცი დაგლიჯა. რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ეს იყო ოთარ ცუხიშვილი წარმოშობით მარნეულის რაიონის სოფელ საწერეთლოდან. როცა "ლაგუნა ვერესთან" პანიკა ატყდა, რომ შენობაში ვეფხვი იყო დამალული,  ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, მობილიზებულ იქნა სპეცრაზმიც, რომლებიც ვეფხვის დაჭერას ცდილობდნენ. დაახლოებით 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერაცია, საბოლოოდ ცხოველის ლიკვიდაცია მოხდა შსს-ს სპეცნაზის მიერ.

 შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა აფრიკელი მოხალისე, რომელიც დაჟინებით ითხოვდა შეეშვათ შენობაში, სადაც ვეფხვი იმყოფებოდა. "3 წუთი მომეცით, ვეტყვი დაიძინე და შენ თავს ვფიცავარ დავაძინებ! " („Just give me 3 minutes, I will tell the tiger to fall asleep!") - ეუბნებოდა მამაკაცი პატრულის თანამშრომლებს (ვიდეო იხ. აქ)

მეორე დღის გმირიც - მოხალისეა, რომელიც უფასოდ თავისი საკუთარი მანქანით ემსახურება დანარჩენ მოხალისეებს: „ფიზიკურად მუშაობა არ შემიძლია და ეს მოვიფიქრე!“ - ამბობს უფასო ტაქსის იდეის ავტორი (ვიდეო იხ. აქ)

და კიდევ ერთი ისტორია, რომელიც არა გმირობის, მაგრამ მოხალისეების კეთილსინდისიერებაზე მეყველებს. სტიქიისგან განადგურებულ სახლში მოხალისეებმა ფული  იპოვეს, გაწმინდეს, გააშრეს და უკან პატრონს დააბრუნეს!

sazog-2-1 sazog-2-2
sazog-2-3 sazog-2-4