რელიგია
საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ბულგარეთის პრეზიდენტი როსენ პლევნელიევი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც ერთმორწმუნე ორი ევროპული ქვეყნის მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას.როსენ პლევნელიევმა საქართველოს პატრიარქს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ბულგარეთის ურყევი მხადაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი.
შეხვედრის დასასრულს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა სამახსოვრო საჩუქრებიც გაცვალეს.