სამართალი
პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

samart-3საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „მთავარმა პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დაკავებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირების: ნუგზარ კაიშაურის, გიზო ღლონტის, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძის, არჩილ ალავიძის მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდება.

ბრალდების მხარის მიერ ხსენებული შუამდგომლობის დაყენება განპირობებულია იმით, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები, რომელმაც გასტანა თითქმის 3 თვე...

...საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა  თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნულია 2015 წლის 19 ივნისს 11:00 საათზე, სადაც მოხდება ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობის განხილვა“.