სამართალი
შსს-მ სტიქიის შედეგად გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით და პროკურატურამ სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყეს

samart-2-mtavariსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. 2015 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევის ფაქტზე, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და სხვა მძიმე შედეგი მოჰყვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები.

შსს-მ სტიქიის შედეგად გარდაცვლილ და დაკარგულ პირებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლით (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით) დაიწყო. გამოძიებას შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სამმართველო აწარმოებს.

samart-2-qvem