სამართალი
“მოქალაქე, რომელმაც გააღო აღნიშნული შენობის კარი და ერთ–ერთი პირველი შევიდა შენობაში, მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდა…” - შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

samart-1-mtavarსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. შს სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მტაცებლის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქის გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ცხოველები აღარ არიან ქალაქში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტიქიის ზონაში პატრულირება არ შეუწყვეტია. არაერთხელ შემოწმდა შენობა, სადაც ვეფხვი თავს დაესხა მოქალაქეს. შსს-წარმომადგენლებმა ვერ მოახერხეს შენობაში შესვლა, რადგან ეს შენობა არის გისოსებში და მისი რკინის კარი დაკეტილი იყო. მოქალაქე, რომელმაც გააღო აღნიშნული შენობის კარი და ერთ–ერთი პირველი შევიდა შენობაში, მტაცებელი ცხოველის მსხვერპლი გახდა. მასთან ერთად კიდევ ორი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლებმაც გაქცევა შეძლეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს... (ვიდეო იხ. აქ).

მომხდარზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს მთავარი პროკურატურა“.

samart-1-1 samart-1-2
samart-1-3