პოლიტიკა
19 დაღუპული, 3 უგზო-უკვლოდ დაკარგული, იძებნება 1 ვეფხვი და 1 ზოლებიანი აფთარი, მობილიზებული 15 მილიონ 200 ათასი ლარი და 3 მილიონი გრანტი ევროკომისიიდან

pol-1-mtavarსაქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. განვითარებული მოვლენები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო შტაბის სხდომაზე შეაჯამა. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა სტიქიის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ოჯახს და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად 4 პირი მიიჩნევა.

მიმდინარეობს დაზიანებული შენობების ექსპერტიზა-შემოწმება უცხოეთიდან მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით. წყნეთის ქუჩაზე სპეციალისტების მიერ გადაწყდა აღნიშნულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩასატარებლად ბეტონის დამცავი კედლის აღმართვა. დღის მანძილზე მოხდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ტექნიკის შემოყვანა, რომლითაც მოხდა კლდის გარკვეული ნაწილის ჩამოჭრა მდინარე ვერეს კალაპოტში ამ მონაკვეთზე არსებულ გვირაბთან, რითაც შეიცვალა მდინარის დინება და მისი ნაკადი უშუალოდ აღარ ეხება ნაპირს, სადაც უნდა დაიწყოს დამცავი კედლის მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა დახმარების მნიშვნელობას, რომელიც ევროკომისიამ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრის მიზნით გრანტის სახით გამოყო და რომლის ოდენობა 3 მილიონ ევროს შეადგენს.

 დაზარალებულთა დასახმარებლად და სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისთვის ამ დროისთვის მობილიზებულია დაახლოებით 15 მილიონ 200 ათასი ლარი.

საგანგებო შტაბის სხდომაზე ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს მოუსმინეს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლებიანი აფთარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო შტაბი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში 112-ს დაუკავშირდნენ.

ვეფხვის თავდასხმის შედეგად გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის ხარჯებს თბილისის მერია გაიღებს. ოჯახი სტიქიით დაზარალებულთა ოჯახებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო დახმარებით ისარგებლებს.

დედაქალაქის მთავრობამ ასევე მუშაობა დაიწყო ახალი ზოოპარკის განვითარების საკითხზე. ალტერნატიული პროექტების შესწავლის მიზნით, თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

pol-1-1 pol-1-2