„თუ რომელიღაც ქვეყნები რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრებიან, ის იძულებული იქნება, თავისი საიერიშო საშუალებები ამ ტერიტორიებს დაუმიზნოს. ნატო კი ჩვენ საზღვრებს უახლოვდება, ჩვენ კი არ მივემართებით მისკენ!“ - ვლადიმერ პუტინი
საქართველო, 18 ივნისი,
საქინფორმი. თუკი ვინმე საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს ტერიტორიებს, ესე იგი, შესაბამისად, ჩვენც უნდა მივმართოთ ჩვენი შეიარაღებული ძალები, საიერიშო საშუალებები ტერიტორიებისკენ, საიდანაც საფრთხე გვემუქრება, - განაცხადა რფ-ის პრეზიდენტმა ფინეთის პრეზიდენტ
საული ნიინისტესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „ნატო მოემართება ჩვენი საზღვრებისკენ, ჩვენ კი არ მივდივართ მისკენ!“, - დასძინა პუტინმა.
სამშაბათს, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია-2015“-ის გახსნისას რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს ბირთვული ძალების შემადგენლობას 40-ზე მეტი ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტები დაემატება, რომლებიც ნებისმიერ, ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასაც კი გაარღვევენ.