პუბლიკაციები
გაეროს მშვიდობისმყოფლები ბავშვების სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდნენ! –REUTERS
1mirotvorec-zar-1-anსაქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. გაეროს მშვიდობისმყოფლები ჰაიტიში, ლიბერიაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ბავშვებისა და ქალების სექსუალურ ექსპლუატაციას ახორციელებდნენ და ამის სანაცვლოდ ფულს, ძვირფასეულობას, ტანსაცმელს, პარფიუმსა და მობილურ ტელეფონებს სთავაზობდნენ, - იტყობინება სააგენტო REUTERS გაეროს ანგარიშის პროექტზე დაყრდნობით. დოკუმენტისა პროექტში, რომელიც გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურების სამმართველოს მიერაა მომზადებული, ნათქვამია, რომ 2008-დან 2013 წლამდე პერიოდში სექსუალური ექსპლუატაციის 480 შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომლის მესამედშიც 18 წლამდე ასაკის ბავშვები მონაწილეობდნენ. შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა კონგოს, ლიბერიის, ჰაიტის რესპუბლიკებში და სამხრეთ სუდანში. დოკუმენტის წინასწარი ტექსტის მიხედვით, შიმშილმა, სიღატაკემ და ცხოვრების დონის გაუმჯობესების სურვილმა აიძულა ასობით ქალი ჰაიტისა და ლიბერიაში, დათანხმებოდნენ ინტიმურ მომსახურეობაზე.