პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ამ მძიმე დღეებში ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველა სიძნელეს გადავლახავთ“

1mZime-polit-3საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 13 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა და მთელი ქვეყანა გააერთიანა.

დღეს ჩვენი ხალხი, როგორც არასოდეს, ერთიანია. თითოეული ჩვენგანი ამ ერთობის, სოლიდარობის მოწმეც არის და მონაწილეც.

მიმაჩნია, რომ თბილისში უნდა გაჩნდეს ადგილი, რომელიც უკვდავყოფს  ტრაგიკულად დაღუპული ჩვენი თანამოქალაქეების ხსოვნას და გაგვახსენებს, რომ ძალა ერთობაშია! ვიცი, რომ ეს მოთხოვნა საზოგადოებასაც აქვს, ამ იდეაში  და, ვფიქრობ, ვერეს ხეობაში და ზოოპარკის ტერიტორიაზე ასეთი პარკი უნდა გაშენდეს. ეს უნდა იყოს  სოლიდარობის პარკი - ჩვენი ერთიანობის, თავდადებისა და ერთმანეთისადმი თანადგომის სიმბოლო“, - განაცხადა, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა.