პოლიტიკა
ევროკომისია საქართველოს ხელისუფლების დასახმარებლად დამატებით თანხებს გამოყოფს, წყალდიდობის შედეგად შექმნილი გადაუდებელი შედეგების დასაძლევად

1-newa-polit-1საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის გამოყოფილი იქნება 3 მილიონ ევრომდე ოდენობის დახმარება.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებზე პასუხისმგებელმა ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა: ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მზად არის, დაეხმაროს თბილისში დაზარალებულ ოჯახებს მათი სახლების აღდგენასა და ახალი ცხოვრების დაწყებაში... და ეს დახმარება ამის გამოხატულებაა".

ევროკომისია ასევე უზრუნველყოფს 400 000 ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას ყველაზე დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად.

ქრისტოს სტილიანიდისმა, ევროკომისარმა ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისის მართვის საკითხებში, განაცხადა: „ეს ჰუმანიტარული დახმარება მიმართული იქნება მათი გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მისი მიზანია, დავეხმაროთ მათ საგანგებო მდგომარეობის ამ საწყოს ეტაპზე“.