აქტუალური
საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. გუშინ დილიდან სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარტილერიო ბრიგადის პირადი შემადგენლობა ჩაერთო. „დილიდან ადგილზეა ჩვენი ბრიგადის პირადი შემადგენლობა. სვანიძის ქუჩა ერთ-ერთი რთული არეალია. მზად ვართ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთოთ მოსახლეობის დასახმარებლად“, - განაცხადა I საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზურაბ თაბუკაშვილმა.