პუბლიკაციები
საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მაშინვე იქცა მრავალრიცხოვანი ოხუნჯობების საბაბად. ამას არ ერიდებიან თავად პოლიტიკოსის კოლეგებიც. 4 მაისს ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა გრიგორი კვასნიუკმა თოქ-შოუ „Специальный корреспондент“-ის ეთერში განაცხადა, რომ სააკაშვილს ქალაქში „მიშკა-მოგდებულს“ ეძახიან (ვიდეო იხ. აქ).
„ოდესა დღემდე იცინის. ის ძვირი დაგვიჯდება, დარწმუნებული ვარ, მაგრამ ჯერჯერობით მას „მიშკა მოგდებულს“ ეძახიან“, - განაცხადა კვასნიუკმა. ამასთან, მისივე თქმით, საქმე არცთუ სამხიარულოდ არის - სააკაშვილის ამოცანაა ქალაქის პორტები გასაყიდად გაამზადოს.