პუბლიკაციები
სააკაშვილი Go HOME! ოდესა ჩვენი ქალაქია!“ -ოდესელები სააკაშვილს აუჯანყდნენ

zarub-1-anსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. უკრაინაში, ოდესის ოლქში 1 000-ზე მეტმა მოქალაქემ, „პოლიტიკური რეპრესიები და უბრალო ხალხისთვის არაეფექტური, დამღუპველი მმართველობის სტილი“ გააპროტესტა (ვიდეო. იხ. აქ).

აქციის მონაწილეებმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან მოხსნა მოითხოვეს.

მათი თქმით, ისინი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მათ რეგიონში უცხო ელემენტია.

ოდესელები სკანდირებდნენ სლოგანს „ფაშიზმი არ გამოვა“ და მათ ასევე ბანერები ეჭირათ წარწერით „სააკაშვილო, წადი სახლში“, „ოდესა ჩვენი ქალაქია“.

აქციის მონაწილეები, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც ითხოვდნენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ოდესა - ფრანკოს პორტისთვის“ ლიდერი ალექსეი ცვეტკოვის განცხადებით, მათ დაუნიშნეს გუბერნატორი, რომელსაც ოდესასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ოდესაში ჩვენ შორის ვერ ნახეს შესაბამისი ადამიანი? დაგვინიშნეს გუბერნატორი, რომელიც ჩვენთან საერთოდ არაფერ კავშირშია“, - განაცხადა ცვეტკოვმა.

http://www.newspress.ge/saerthashoriso-ambebi/68875-saakashvilis-satsinaaghmdego-saprotesto-aqcia-odesashi-aq-fashizmi-ar-gamova.html