საზოგადოება
“მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ პროცესში თვითნებურად ჩართვისაგან, რადგან არაორგანიზებულმა აქტივობამ, შესაძლოა, ხელი შეუშალოს გაწმენდით სამუშაოებს“ - ეროვნული უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე

sazog-3-mtavarსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო აცხადებს.

თბილისში, მდინარე ვერეს მოვარდნის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოებისთვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მობილიზებით, შექმნილია მოხალისეთა ჯგუფები და ხორციელდება მოხალისეობის მსურველთა განაცხადების მიღება, რომელთაც 10 კოორდინატორი ხელმძღვანელობს.

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები გუნდის წევრები, ტანმოვარჯიშეები და სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გ. ეგნატაშვილის სახელობის ტანვარჯიშის სახეობათა ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრის დასუფთავების პროცესში (სანაპიროს ქ.#8). ასევე, სპორტსმენები, ახალგაზრდები და სხვა მოხალისეები მონაწილეობენ სვანაძის ქუჩასა და გმირთა მოედანზე მიმდინარე სამუშაოებში.

sazog-3-1 sazog-3-2
sazog-3-3 sazog-3-4
sazog-3-5