საზოგადოება
„დიდი დიამეტრის რომ ყოფილიყო გვირაბი, მეტ წყალს გაატარებდა, თუმცა დატბორვა ალბათ მაინც იქნებოდა. მაგრამ ასეთი მოცულობის ზიანი ნამდვილად არ იქნებოდა"

sazog-1-an-mtavarსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ "იმედის" ეთერში განაცხადა.

"ასეთი მოცულობის ნალექს არავინ ელოდებოდა. ძალიან სწრაფად, 1 საათის განმავლობაში იმდენი ნალექი მოვიდა, რომ ევაკუაციის ორგანიზება შეუძლებელი იყო.

სპეციალისტებთან ერთად ბოლო 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობს მსჯელობა და არის დასკვნები... სწრაფად მოვიდა ასეთი რაოდენობის ნალექი... ვიწრო გვირაბში რომ წამოიღო ხეები, გაიჭედა და დაიტბორა ირგვლივ ტერიტორია",- განაცხადა ნარმანიამ.

მისივე თქმით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა აღარ გაუქმდება.

გმირთა მოედანზე და ვერეს ხეობაში გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახები მთავრობისგან კომპენსაციის სახით 10 000 ლარს მიიღებენ.

sazog-1-1 sazog-1-2
sazog-1-3 sazog-1-4
sazog-1-5 sazog-1-6
sazog-1-7 sazog-1-8