პოლიტიკა
„დასრულდა გზის საფარის დაგება მელიქიშვილის ქუჩის დაზიანებულ მონაკვეთზე და მოიხსნა სატრანსპორტო მოძრაობაზე არსებული შეზღუდვა“

pol-2-mtavariსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადებით, 16 ივნისს, საგანგებო შტაბის კოორდინაციით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გმირთა მოედნის, ესტაკადების, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გაწმენდითი სამუშაოები. გუშინ დილიდან საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად გაიხსნა მარჯვენა სანაპიროს, გმირთა მოედნის, კოსტავასა და ვარაზისხევის მიმართულებებზე.

თბილისის სხვადასხვა უბნებში განთავსებული სტიქიით დაზარალებულები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, საჭირო მედიკამენტებითა და ექიმის უფასო კონსულტაციით. მცირეწლოვან ბავშვებს მიეწოდებათ სპეციალიზებული საკვები.

გამგეობებში გრძელდება ტანსაცმლის, ჰიგიენის საშუალებების და სხვა საჭირო ნივთების შეგროვება დაზარალებულთათვის.

სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღწერა და შესწავლა. საცხოვრებელ სახლებს, რომლებიც უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით აღდგენას ექვემდებარებიან, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.

გუშინ დილიდან თბილისსა და მის შემოგარენში ყველა დაზიანებულ უბანზე განახლდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები.

pol-2-1 pol-2-2
pol-2-3 pol-2-4