პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხს მძიმე ჟამს თანაგრძნობა, წუხილი და მხარდაჭერა გამოუცხადა, მოსკოვის ზოოპარკი კი მზადაა თბილისის ზოოპარკს ცხოველები გაუყოს

pol-1-an-mtavariსაქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. თანაგრძნობა, რომელიც რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით გამოხატა, მიმართულია მთელი ქართველი ხალხისადმი, - აცნობა ჟურნალისტებს სახელმწიფოს ხელმძღვანელის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

საუბარია სიტყვიერ თანაგრძნობაზე. ეს თანაგრძნობის, წუხილისა და მხარდაჭერის სიტყვებია ამ მძიმე მომენტში, მიმართული ქართველი ხალხისადმი!“, - განაცხადა პესკოვმა.

მოსკოვის ზოოპარკი კი მზადაა წყალდიდობისგან დაზარალებულ თბილისელ კოლეგებს გადასცეს დათვი, მთის ჩლიქოსნები და ფრინველები. ამის შესახებ დედაქალაქის ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსმა ოლგა ვაინშტოკმა განაცხადა (ვიდეო. იხ. აქ).

წინასწარი მონაცემებით, თბილისის ზოოპარკმა სტიქიის დროს 300 ცხოველი დაკარგა. მათ შორის არიან ლომი, მგლები და დათვები. ზუსტი ციფრი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში იპოვეს ნიანგი და ბეჰემოთი, მგლები და ლომები კი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დახოცეს საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის შიშით. თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ცხოველების დახოცვის გარემოებათა გამოძიების დაწყებას ითხოვს.

pol-1-an-1 pol-1-2