ირაკლი მურღულია: „პროექტი არქიტექტურის სამსახურში არც მშენებლობის დაწყებამდე და არც შემდეგ შემოსულა…“
საქართველო, 17 ივნისი,
საქინფორმი. ამის შესახებ
ირაკლი მურღულია გადაცემა 20/30-ში აცხადებს:
„...სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, ვაკე საბურთალოს გზასთან იმ ნაწილში ამ გზის ბრალი და ამ პროექტის ბრალი არ ყოფილა, რომ ის ნაწილი დაიტბორა და სამწუხაროდ ხალხი დაიხოცა... ეს არის ის ადგილი, სადაც არ შეიძლება ცხოვრება. ვინც მშენებლობის ნებართვა გასცა იქ, ან უკანონოდ დაიწყო მშენებლობა, ის უნდა დაისაჯოს... საკუთარი სახლები სადაც დგას, ის არის უკანონოდ ნაშენები...
...დღევანდელი ხელისუფლება... ცდილობს გამოასწოროს ის შეცდომები, რომლებსაც უშვებდა წინა მთავრობა და... ხშირად მასზე ტყდება ის ძველი ჯოხები...
აუცილებელი არის კვალიფიციური პროექტებით მოხდეს ყველაფერი და წინასწარ მოხდეს ყველაფრის შესწავლა... ხეები იქ კი არ მოჭრა, სადაც მეწყერული ზონაა, პირიქით, იქ დარგო... და წინასწარი ღონისძიებების გატარება შეიძლება, რომ ესეთი რისკები მინიმამდე იქნას დაყვანილი“, - აღნიშნა, კერძოდ, მურღულიამ.